Logitech Profiler

Logitech Profiler-ის ფუნქციების გამოყენება

ძალიან ხშირად გამოცდილი მოთამაშეებიც კი აიგნორებენ პატარა Logitech Profiler-ის აპლიკაციას, რომელიც თან მოყვება საჭის კომპლექტს და თავისთავად შექმნილია კომპანია Logitech-ის მიერ. სხვათაშორის მას შეუძლია მნიშვნელოვნად გაამარტივოს თქვენი ყოფნა ვირტუალურ გზებზე.

პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება არის ცალკე (ინდივიდუალური) პროფილის შექმნა ყველა გამოყენებული სიმულატორისთვის. ამ პროფილების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ: ეფექტების პარამეტრები, პედლების და საჭის ღერძის წინააღმდეგობა, აგრეთვე მიანიჭოთ საჭის ღილაკებს სხვადასხვა ფუნქცა. ამა თუ იმ თამაშის ჩართვის დროს, პროგრამა ავტომატურად შეცვლის პარამეტრებს, პროფილერში მითითებულის შესაბამისად.

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ დაყენებული ამ სტატიის “მთავარი გმირი”, მაშინ Logitech Profile-ის გადმოწერა შეგიძლიათ ამ ბმულზე გადასვლით: Logitech G25 – ვებ-გვერდზე ნახეთ “კონტროლერების” სექცია და აირჩიეთ თქვენი საჭის მოდელი (ამ შემთხვევაში G25). შემდეგ ჩამონათვალში აირჩიეთ თქვენი ოპერაციული სისტემა და ვერსია – 32/64bit. ბოლოს კი დააწკაპუნეთ მარჯვენა მხარეს განთავსებულ გადმოწერის ღილაკს (Download) და ჩამოტვირთეთ აპლიკაცია.

აქ ნაჩვენები პარამეტრები მუშაობს ყველა მოდელის საჭეზე, რომელებიც მხარს უჭერენ  Logitech Profiler-ის აპლიკაციას.

ინტერფეისი

ყურადღება მიაქციეთ პროგრამის მთავარ ფანჯარას, რომლის გახსნაც შეიძლება შესაბამის ხატულაზე მაუსის ორჯერ დაწკაპუნებით, რომელიც მდებარეობს ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში – პატარა ზემოთ მიმართულ ისარზე დაწკაპუნებით “show hidden icon” ან “Logitech Gaming Software” იარლიყის გამოყენებით, რომლის ნახვაც შეგიძლიათ Desktop-ზე ან “Start”-ის მენიუში.

მენიუ “Profile”-ის დახმარებით, შეგიძლიათ: შექმნათ, აირჩიოთ ან შემოიტანოთ და გაიტანოთ პროფილები სხვადასხვა თამაშისთვის. მენიუ “Edit” პასუხისმგებელია მომხმარებლის პროფაილის ფუნქციების რედაქტირებაზე: საჭის ფუნქციის უკუკავშირის ეფექტების დაყენება და ასევე კლავიატურაზე ღილაკის ფუნქციის შექმნა და რედაქტირება. “Device” უზრუნველყოფს თამაშის კონტროლერების დაკავშირების გაკონტროლებას, ხოლო მენიუ “Options” – მათ პარამეტრებს. სექციაში “Help” თქვენ ნახავთ დახმარებას ინგლისურ ენაზე და ცნობარის ბმულებს კომპანია Logitech-ის მთავარ ვებ-გვერდზე.

პროგრამის ფანჯრის ზედა მარცხენა კუთხეში განლაგებულია დაკავშირებული მოწყობილობების არჩევის ღილაკები  – “Select A Device”,  პროფილების შექმნის – “Select A Game” და ასევე არჩეულ პროფილში თამაშის ჩართვის ღილაკი.

ქვედა მარცხენა კუთხეში არის თამაშის კონტროლერის ღერძების სია: საჭე – “Steering Wheel”,  აქსელერატორი – “Accelerator”, მუხრუჭი – “Brake” და გადაბმულობა – “Clutch”, რათქმაუნდა თუ თქვენი საჭის პედლების კომპლექტს აქვს ეს უკანასკნელი. ჩამონათვალში თითოეულ ღილაკზე დაჭერის შემდეგ თქვენ დაინახავთ არჩეული ღერძის მენიუს რედაქტირებას.

მარჯვენა მხარეს განთავსებულია თქვენი მოწყობილობის ღილაკების სია. საჭეზე ნებისმიერი ღილაკის დაჭერისას თქვენ დაინახავთ მინიშნებას, რომელიც ჩამონათვალში აჩვენებს მის სახელს.

იმისთვის, რომ არ დაგაბნიოთ სიტყვა “ღერძმა”, აქვე ავხსნი: სათამაშო კონტროლერებს აქვთ ორი სახის კონტროლის ორგანო: ღილაკები და ღერძები. პირველში როგორ წესი შედის გადაცემაში გადამრთველები და დამატებითი ღილაკები საჭეზე, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ 2 მდგომარეობა – ჩართვა ან გამორთვა. მეორეში შედის პედლები, საჭე და გარდა ამისა 2 მდგომარეობა (მაგალითად: სრულიად ამოწეული პედალი ან ჩაწეული),  ამ  შემთქვევაში მათ შეიძლება ჰქონდეს მრავალი შუალედი (მაგალთად: განსხვავებული ხარიხსით პედალზე დაწოლა) – რის შედეგადაც ხდება აუცილებელია ასეთი სახის სიგლუვე.

ეხლა კი მოდით ცალკე შევხედოთ Logitech Profiler-ის თითოეულ ფუნქციას.

სამუშაო თამაშის პროფილებთან

ახალი პროფილის შესაქმნელად მენიუში “Profile” არიჩიეთ პუნქტი “New…”, შემდეგ მისთვის მიუთითეთ სასურველი სახელი, აირჩიეთ თამაშის ჩართვის ფაილი და მიუთითეთ პროფილის იარლიყი.

პროფილის შექმნა თამაშისთვის

ზემოთხსენებული ქმედებების შესრულების შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს “Ok” – ახალი პროფილი შეიქმნა.

შენიშვნა: თუ თქვენ თამაშებს აინსტალირებთ პროგრამა Steam-ის დახმარებით, მაშინ უნდა მოძებნოთ მთავარი გამშვები ფაილები (.exe ფაილი) ამ მისამართზე: “C:Program Files/Steam/steamapps/თამაშის დასახელება_.exe ფაილი…” 32bit სისტემისთვის და “C:Program Files/ (x86)Steam/steamapps/თამაშის დასახელება_.exe ფაილი…” 64bit სისტემისთვის.

იმისათვის, რომ თამაშის პროფილზე ნებსიმიერი სახის ქმედება განხორციელდეს, დასაწყისისთვის საჭიროა მისი არჩევა. ამის გაკეთება კი შეიძლება ორი გზით. 1) მენიუს დახმარებით “Select Game”, რომელიც მდებარეობს პროგრამის მთავარი ფანჯრის მარცხენა ნახევარში ან 2) გამოიყენეთ ქვემენიუ “Select Profile”, რომელსაც თქვენ იპოვით მთავარ მენიუში – “Profile”. ორივე შემთხვევაში თქვენ დაინახავთ თქვენს მიერ შექმნილ პროფილების ჩამონათვალს – უბრალოდ აირჩიეთ ის, რომელიც გჭირდებათ და დააწკაპუნეთ მასზე მაუსის მარცხენა ღილაკი.

ამით ჩვენ უკვე ვისწავლეთ, როგორ შევქმნათ და ავირჩიოთ პროფილები თამაშებისთვის – ამიტომ შეგვიძლია გავაგრძელოთ.

პროფილისთვის ისეთი პარამეტრების შეცვლა როგორიცაა: დასახელება, თამაშის მთავარ გამშვებ ფაილთან გზა და მისი ხატულის (icon) შეცვლა მოგვიანებით შეიძლება,  პუნქტ “Properties დახმარებით.

 

Advertisements