Logitech G25 Racing Wheel

Logitech G25 Racing Wheel არის ელექტრონული საჭე, რომელიც განკუთვნილია Sim racing-ის ვიდეო თამაშებისთვის და მას გააჩნია: PC, PS2 და PS3 პლათფორმების მხარდაჭრა. საჭე ისევე როგორც ბევრი სხვა მოწყობილობა იყენებს USB-ის ინტერფეისს.

სპეციფიკაციები

მისი შემადგენელი ნაწილებია:

  • საჭე:
  • 270 mm საჭე, რომელიც დაფარულია ტყავით.
  • საჭის როტაციის (ბრუნვის) დიაპაზონი რეგულირდება 900 გრადუსამდე.
  • 2 force feedback motors – 2 წინააღმდეგობის ძრავი.
  • მხოლოდ ერთი გადაცემათა კომპლექტი ძრავებსა და საჭეს შორის, რომელიც ამასთანავე შეიცავს anti-backlash დიზაინს.
  • 2 paddleshifters – 2 ხელის გადამრთველი.
  • 2 buttons – 2 ღილაკი.
  • კომპლექტში შედის უჟანგავი ფოლადის პედლები (pedals), მათ შორის:
  • Accelerator. (light spring) – აჩქარება (აქსელერატორი/გაზი).
  • Brake. (heavy spring) – მუხრუჭი (ტორმუზი).
  • Clutch. (medium spring) – გადაბმულობა (სცეპლენია/კონუსი).
  • ხალიჩის (carpet) მოჭიდება, რომელიც ინარჩუნებს პედლების პოზიციას თამაშის დროს.
  • A shifter unit (სიჩქარეთა გადამრთველის კომპონენტები):
  • 8 ღილაკი
  • 1 D-pad. (directional pad)
  • ტყავის სახელური (leather knob), სიჩქარის გადამრთველი ლითონის ღერძი და ბერკეტი, რომელიც აღჭურვილია 6 სიჩქარიანი ‘H’ pattern გადაცემათა კოლოფით. Reverse-უკუსვლის (უკან წასვლა) არჩევა შესაძლებელია ნეიტრალურ მდგომარეობაში ბერკეტზე ზემოდან-ქვემოთ დაწოლით და მისი გადაადგილებით მეექვე სიჩქარესთან.
  • გადაცემათა კოლოფის (gear stick-ის) შეცვლა sequential (up-down) რეჟიმში.

სხვა საჭეებთან შედარებით, თავის კლასში G25-ი ბევრად უფრო მაღლა დგას და სწორედ ამიტომ მისი ღირებულება შეადგენს 299.99$ ან 249.99£. Logitech G25-ის მაღალი ღირებულება გამომდინარეობს იქიდან, რომ მას გააჩნია მთელი რიგი ისეთი ფუნქციების, რომელიც ხშირად არ მოიძებნება იაფასიან საჭეებში. მართალია ფასი მაღალია, მაგრამ ამ მონაცემების მქონე საჭის მოძებნა დაბალ ფასში პრაქტიკულად შეუძლებელია.

G25-თან ერთადერთი შესადარებელი საჭე იყო-Fanatec 911 Porsche wheel, თუმცა მისი ექსტერიერის დამზადების დროს არანაირი ლითონი არ გამოიყენებოდა.

2010 წელს, Logitech G25-ი ჩაანაცვლა ახალმა ამავე ფირმის (Logitech) საჭემ: Logitech G27 steering wheel.

თავსებადობა: Logitech Racing Wheels compatibility

Logitech G25 Racing Wheel

გსურთ მოხვდეთ სარბლო ავტომობილის საჭესთან ? ეს ძალიან მარტივია. თამაშის დეველოპერებს არ სძინავთ, რადგან “მტკიცე” შესაძლებლობებიც კი არ დგას ერთ ადგილზე-დღევანდელ დღეს უკვე კარგ ვიზუალურ გამოსახულებას (გრაფიკას) და თამაშების შემუშავებულ ფიზიკას შეუძლია უზრუნველყოს არც თუ ისეთი ცუდი ავტოსიმულატორის რეალისტურობა. უბრალოდ საჭიროა სულ ოდნავ გამოიყენოთ თქვენი ფანტაზიის უნარი და ზოგჯერ შეიძლება სრულიადაც კი დაიჯეროთ ის ფაქტი, რომ თქვენ მართლაც იმყოფებით (რეალობაში) მძღოლის სავარძელზე და არა სახლში მონიტორის წინ. თვალები ხედავს ლამაზ სურათს, მანქანაც იქცევა თამამად, როგორც რეალურ ცხოვრებაში.  იმისათვის რომ სრულად განვიცადოთ ეს სიხარული, გვაკლდება მხოლოდ კომპიუტერულ საჭეზე ხელის დადება და ნიავი, რომელიც ყურთან “გვისისინებს”. თუმცა, პირველი პრობლემა შეიძლება მოგვარდეს ძალიან სწრაფად.  კონკრეტულად კი: მაგიდიდან კლავიატურის გვერდზე გაწევით და კომპიუტერული საჭის დამაგრებით. ასეთ შემთხვევაში რათქმაუნდა საუბარი გვაქვს ისეთ კომპიუტერულ საჭეზე, რომელსაც გააჩნია: კარგი პედლები, გადაცემათა კოლოფი და ძლიერი ძალის უკუკავშირი (Force Feedback), რაც საკმაოდ კარგად გადმოსცემს და გვაგრძნობინებს ავტომობილის “ხასიათს”. ერთია – ავიღოთ კლავიატურა და დავაჭიროთ ხელი ღილაკებს (მაგრამ არა, ამისთვის სხვა გზაც არსებობს) – ხოლო მეორეა – სრული ემოციების მისაღებად ხელზე გავიკეთოთ ხელთათმანები, ოდნავ უკან გავწიოთ სავარძელი, თითქმის ისე როგორც რეალურ ავტომობილში, დავადოთ ხელი მაგარ საჭეს, ფეხქვეშ კარგად მოვირგოთ პედლები და ხელში შევიგრძნოთ სიჩქარეთა გადაცემის ბერკეტი. მარცხენა ფეხით ჩავწიოთ გადაბმულობის პედალი და გადაცემათა კოლოფის ბერკეტი გადავიტანოთ პირველ სიჩქარეში. მარჯვენა ფეხი ბოლომდე დავაჭიროთ აჩქარებას და მაშინვე გავიგებთ ავტომობილის ძრავის ხმას. ძალიან სწრაფად ამოვწიოთ გადაბმულობის პედალი და ასფალტს მოვწყვიტოთ ავტომობილის საბურავები. რეაქცია არ დააყოვნებს და მაშინვე ტანში დაგივლით მცირედი ჟრუანტელი… საბურავების ქვეშ მართლაც კარგად იგრძნობა გზის საფარი და ყოველი მოხვევის დროს საჭე სწრაფად და ზუსტად რეაგირებს. რაღა დაგვრჩენია ? გავუდგეთ გზას და ვისიამოვნოთ ავტომობილის მართვით. სათამაშო მანიპულატორებში არსებობს ისეთი კონტროლერები რომლებზეც საკმაოდ ზრდასრული მამაკაცებიც კი ოცნებობენ. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელ დღეს სწორედ ასეთ საჭედ არის მიჩნეული: Logitech G25 Racing Wheel.

დროა გადავხედოთ “საჭის დამზადების” ისტორიას. თქვენ ალბათ უკვე ხვდებით, რომ ნორმალური საჭეები ბაზარზე არც ისე ბევრია, ხოლო ახალი მოდელები კი საკმაოდ იშვიათად გამოდის (ჯერ ისევ ეგზოტიკად ითვლება). ასე რომ თუ გამოშვებული საჭეებიდან რომელიმე კონკრეტული მოდელი მოიპოვებს საყოველთაო აღიარებას, ეს საკმაოდ დიდი ხანი გაგრძელდება. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საჭეებს შორის დიდ უპირატესობას ფლობდა Act Labs-ის მოდელები,   მაგრამ მათ დათმეს საკუთარი პოზიცია და ეხლა ერთი დამაჯერებელი ლიდერი გახდა Logitech-ის ფირმის საჭეები. ამ მწარმოებელს გააჩნია რამოდენიმე ღირსეული მოდელი – ზოგი ძვირადღირებული, ზოგი უფრო იაფი და მარტივი, მაგრამ პირველ ადგილს მათ შორის უდაოდ იკავებს G25 Racing Wheel. ეს მოდელი არის ყველაზე უფრო განვითარებული, რომელიც გამოირჩევა კარგი ხარისხით და მაქსიმალური რეალიზმით. საბავშვო სათამაშოს მას ვერანაირად ვერ უწოდებ – მყარი ლითონის მოწყობილობა, რომელიც მისი ვიზუალური მხარედან გამომდინარე ადვილად შეიძლება აგვერიოს ნამდვილ საჭეში. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ საჭის კიდევ ერთი პლიუსი, არის სრული კომპლექტაცია. G25-ეს არ არის მხოლოდ მომხიბვლელი საჭე, მას ამის გარდა მოყვება სამი კარგი პედალი და H-pattern (H-ფორმის/ტიპის) გადაცემათა კოლოფი (მოგეხსენებათ, რომ იმ პერიოდში ყველა სხვა ფირმის კომპლექტებში შედიოდა მხოლოდ საჭე და ორი პედალი). ამ კომპლექტის მეშვეობით ალბათ მართლაც ადვილი წარმოსადგენი იქნება საკუთარი თავი რეალური სარბოლო ავტომობილის პილოტად. მღელვარება და შეგრძნება რეალური ავტომობილით სიარულის შემდეგ და კომპიუტერული თამაშიდან საჭესთან ერთად მიღებული – ერთმანეთთან შედარებითია – საჭეს გააჩნია კარგი ძალის უკუკავშირი. ის ძალიან რეალურად გვისხლტება ხელიდან ავტომობილის მოცურების დროს და აგრეთვე მაშინ, როდესაც გადავდივართ უსწორმასწორო ზედაპირზე (ასფალტიდან-გრუნტიან საფარზე) – მოკლედ რომ ვთქვათ, საჭე იქცევა საკმაოდ ბუნებრივად.

რამოდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის ბაზარზე მანიპულატორი საკმაოდ მოთხოვნადი იყო, რადგან ძალიან ბევრი მოუთმენლად ელოდა მის გაყიდვაში გამოჩენას. სწორედ მსგავსი საჭეები გვევლინება ავტო სიმულატორების მოყვარულებისთვის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად, რადგან ისინი მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურ შეგრძნებებთან (გადახედეთ ჩამოთვლილ თამაშებს: GTR, LFS, GTL, rFactor). მსგავსი საჭეები სიმულატორებში პოპულარულია არა მხოლოდ იმიტომ რომ მათი მეშვეობით მაქანის გაკონტროლება სასიამოვნოა. პირიქით, საჭის მეშვეობით მართვა გვაძლევს არა მხოლოდ სიამოვნებას, არამედ მისი გამოყენებით ვიძენთ ძალიან ბევრ პრაქტიკულ ბონუსს უშუალოდ თამაშში, სხვა კონტროლერებისგან განსხვავებით. ისეთები როგორიცაა: კლავიატურა, მაუსი, ჯოსტიკი ან gamepad. ვერცერთი ჩამონათვალში არსებული ხელსაწყო ახლოსაც კი ვერ მივა საჭისგან მიღებულ სიამოვნებასთან. ამის შემდეგ მკითხველი დასვავს შეკითხვას თუ რა უპირატესობები გააჩნია საჭეს სხვა კონტროლერებისგან განსხვავებით და რათქმაუნდა მოგვთხოვს დაკონკრეტებას. ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა რამოდენიმე სიტყვით ძალიან რთულია, მაგრამ არამგონია ვინმესთვს რეალურ ცხოვრებაში მოსახერხებელი ყოფილიყო ავტომობილის კლავაიტურით მართვა. ასეთ თამაშებში კი დეველოპერები ცდილობენ გააკეთონ რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული – გზები, მანქანები და ფიზიკა. ზუსტი მართვა საჭის დახმარებით, კარგი მგრძნობელობა და ძლიერი მუხრუჭი, აჩქარება და გადაბმულობა, მოსახერხებელი გადაცემათა კოლოფი რაც შეიძლება ბევრი სიჩქარე. რათქმაუნდა ეს ყველაფერი ძალიან გამოგვადგება თუ გონივრულად გამოვიყენებთ. გვეძლევა შესაძლებლობა შევიგრძნოთ მანქანის სავალი ნაწილის თითოეული დეტალი, გზის საფარი მის ქვეშ და საბურავების მოცურება, რომელიც ზოგადად გვთავაზობს მართვის შესანიშნავ კონტროლს. უკვე არაფერს ვამბობთ მიღებულ სიამოვნებაზე (რაც თავისთავად იგულისხმება). რათქმაუნდა საჭის მეშვეობით ავტომობილის მართვა არის საკმაოდ რთული – ჩნდება რამოდენიმე ნიუანსი, რომელიც აუცილებლად საყურადღებო და გასათვალისწინებელია. თუმცა, ეს საკითხი ზოგიერთი სიმულატორის ფანატისთვის საკუთარი უნარის გამომჟღავნების ან გაუმჯობესების საშუალებაა ! თუ ვისაუბრებთ თამაშიდან მიღებულ შთაბეჭდილებებზე, მაშინ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საჭის გამოყენებით თამაში ხდება სრულიად განსხვავებული და ბევრად უფრო საინტერესო. იმდენად მომხიბლავი, რომ ამის შემდეგ ძალიან ბევრს ღილაკებით მართვა საერთოდ აღარ მოუნდება, რადგან: არ არის არც იგივე და არც მსგავსი შეგრძნება. სწორედ ამიტომ კლავიატურის და მაუსის შედარება კომპიუტერულ საჭესთან არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება !

თუმცა, ჩვენ ეხლა არ ვსაუბრობთ “ნებისმიერ საშუალო სტატისტიკურ საჭეზე”. ყველა ამ ოპტიმისტურმა აზრებმა შთაგონება მოგვცა შევხებოდით ერთ-ერთ კონკრეტულ საჭეს, რომელიც საუკეთესოა თავის კლასში. ოცნება, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია. თავის თავად ფავორიტები იცვლება: ბაზარზე შემოდის ახალი მოდელები, ხოლო ძველი კი გადის. მომავალში გამოჩნდება რაღაც ბევრად უფრო მეტი და დახვეწილი, მაგრამ ამ ეტაპზე “ცოცხალ ლეგენდად” რჩება მოდელი G25. სერიოზული კონკურენტი “ხელმისაწვდომი” ფასების დიაპაზონის მიხედვით მას ჯერ არ ჰყავს და უახლოეს მომავალში არც არის მოსალოდნელი.

შემადგენლობა (ტექნიკა):

გვეყოფა ეს უაზრო საუბარი და გადავიდეთ საქმეზე. ჩვენ გვაქვს მოწყობილობებით სავსე მძიმე ყუთი, სადაც ვნახავთ ქვემოთ ჩამოთვლილ ხელსაწყოებს. ესენია:

  • მყარი ლითონის საჭე, რომელიც გარშემო დაფარულია შავი ტყავით;
  • პედლები (3 სატერფული – გადაბმულობა, მუხრუჭი, აჩქარება);
  • გადაცემათა კოლოფი (არა უბრალო, არამედ 6 სიჩქარიანი H-ფორმის გადაცემათა კოლოფი, რომელსაც აგრეთვე გააჩნია უკუსვლა);
  • კვების ბლოკი;
  • კომპაქტ დისკი (CD) – (რომელიც შეიცავს პროგრამულ უზრუნველყოფას და rFactor-ის (ავტო სიმულატორის) Demo ვერსიას);
  • სახელმძღვანელო მოხმარებისთვის (სხვათაშორის პროდუქტის ძირითადი მახასიათებლების გაცნობისთვის, რომლის წაკითხვაც რეკომენდირებულია).

უფრო კარგად დავაკვირდეთ ყუთს და მასში არსებულ ხელსაწყოებს. ვნახოთ კიდევ რას უნდა ველოდოთ მისგან ?

  • საჭის 900 გრადუსიანი თავისუფალი ბრუნვა (გულშემატკივრებისთვის, რომლებსაც უყვართ რეალიზმი);
  • Force feedback – ძალის უკუკავშირი, რომელიც “აცოცხლებს” საჭეს;
  • თავსებადია: PC და PlayStation 2-თან (თავისთავად PS 3-თანაც, თუმცა ამის შესახებ არც არის დაწერილი).

საჭე:

საჭე გამოიყურება საკმაოდ სერიოზულად – ლითონის ბაზით და გარშემო შავი ტყავით. აგრეთვე თითო წითელი ღილაკით საჭის ქიმებზე.

თქვენ შეგიძლიათ უფრო ახლოდან შეხედოთ G25-ს მოცემულ ვიდეოში: Logitech G25

კორპუსის ბაზა სადაც მოთავსებულია ძრავები საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ზომით პატარაა (მაგიდის სიღრმეში შედის 16 სანტიმეტრზე) – დასაყენებლად დიდ თავისუფალ ადგილს არ საჭიროებს.

ზედაპირზე საჭე ორი დამჭერის დახმარებით მაგრდება გვერდებზე. მაგიდის ქვეშ სამაგრი იკავებს სივრცეს – სიმაღლეს 4 სმ და შესაფერისია ნებისმიერი მაგიდის ზედაპირისთვის, რომლის სისქე 3 სმ-ამდეა. მართალია თავდაპირველად ჩვენ გვეჩვენება, რომ ორი სამაგრის ადგილი ასეთი მნიშვნელოვანი ნივთისთვის ცოტაა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ის მათზე ძალიან მყარად და საიმედოდ მაგრდება (როგორც ჩანს კარგი წონის გადანაწილების და ძალიან ხარისხიანი სამონტაჟო სამაგრების დახმარებით). ამიტომ შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საჭე გაგვისხლტება ხელიდან ან იმოძრავებს მოხვევის დროს, არ ღირს. მაშინაც კი როდესაც ჩართულია ძლიერი ძალის უკუკავშირი (feedback) – საჭე თავისთვისაა მიმაგრებული და იგრძნობა მხოლოდ ოდნავი ვიბრაცია. საჭის ბაზაზე არის კიდევ ორი ხვრელი – შემოთავაზებულია რომ მისი დახმარებით სურვილისამებრ საჭის დამაგრება შეიძლება კიდევ რამოდენიმე დამატებით სამაგზე (ამიტომ, ყველა სიხარულით ხელში ვიღებთ დრელეს და ვიწყებთ საკუთარი მაგიდებს ბურღვას). რათქმაუნდა ეს უკვე დამოკიდებულია მოყვარულზე, რომელიც მაღალ საიმედოობას ეყრდნობა. ჩვენ საკმარისად მოგვეჩვენა, ჩვეულებრივი ხრახნებიც. უერთდება ყველა სადენი (პედლების, სიჩქარეთა გადაცემის და კვების ბლოკის) საჭის ბაზის ქვედა მხარეს, ისე რომ დაყენების შემდეგ დამალულია ბაზის ქვეშ – მხოლოდ უკან ჩანს სადენები უშნოდ. რით არის ეს კარგი ? იმით, რომ ისინი კარგადაა დაფიქსირებული და თუ თამაშის დროს შემთხვევით ხელი მოგიხვდებათ სადენზე ან გამოედებით მათ, მაშინ საჭე არ გამოირთვება.

საჭის მეორე ნაწილი რეალურად არის, თვითონ საჭე – სადაც შედის: წრე, ქიმები (spokes), საჭის უკან განთავსებული გადამრთველები და ღილაკები.

ყველა სურვილის მიუხედავად მას სუსტს და სათამაშოს მაინც ვერ ვუწოდებთ – რადგან ის გვიტოვებს საიმედოობის და გამძლეობის შთაბეჭდილებას. ქიმები დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან (ასევე თვითონ საჭეც), მაგრამ ის ზევიდან აგრეთვე ხელით შეკერილი ტყავითაა დაფარული (როგორც ჩანს ნატურალურით, როგორც ნამდვილ კარგ საჭეს). შეგრძნება ამ ყველაფრის შემდეგ, ძალიან სასიამოვნოა: ის არის უხეში, მაგრამ ამავე დროს არა სრიალა. არ ეწებება ხელებს (რეზინისგან განსხვავებით) და არც საჭეზე დადებულ თითებს გვისველებს. სწორედ ესაა ის რაც საჭიროა იმისთვის, რომ ადვილად აბრუნოთ საჭე და ამავე დროს საიმედოთ გეჭიროთ ხელში. ტყავის ქვეშ იგრძნობა ძლიერი და მაგარი საჭე. რგოლის შიგნითა მხარეს მარჯვნივ და მარცხნივ არის ცოტათი სქელი ტყავი, რომელიც ხელს უწყობს მოთამაშეს მანევრირების დროს საჭის დაჭერაში. ზომის მიხედვით საჭე არის საშუალო: 21.5 სმ – შიდა დიამეტრი და 27.5 სმ – გარე. საჭეს აქვს 3 ქიმი (ორი ცალი გვერდზე და ერთი ქვემოთ). საჭის ცენტრში მდებარეობს შავში და ვერცხლისფერში დამზადებული Logitech-ის ლოგო. ლოგოს გარშემო განთავსებულია ექვსი ლითონის ხრახი, რომლითაც საჭე მაგრდება პლასტმასის საფუძველზე და მისი საშუალებით უკავშირდება ბაზას. ლითონის გვერდითა ქიმებზე – 6.5 სმ-ის დაშორებით ცენტრიდან მდებარეობს ორი წითელი ღილაკი. მათზე თქვენი სურვილისამებრ შეიძლება დანიშნოთ სასურველი ბრძანება (მაგა: ძრავის დაქოქვა, საყვირი და ა. შ.). ღილაკებზე დიდი თითის დაჭერა საკმაოდ მოსახერხებელია, განსაკუთრებით კი მაშინ თუ გაქვთ საშუალო ზომის ხელი. საჭის ქვემოთ არის სიჩქარის გადამრთველები (подрулевые лепестки) – ჩვეულებრივი რამ სათამაშო საჭეებისთვის. სტანდარტულად, ისინი ასრულებენ გადამრთველის (shifter) ფუნქციას სიჩქარის შესაცვლელად, რაც საკმაოდ მოსახერხებელია (ბევრი ადამიანი ამჯობინებს მათ გამოყენებას გადაცემათა კოლოფის ნაცვლად – ის გაცილებით უფრო სწრაფად რთავს სიჩქარეებში და საჭიდან ხელის აღებაც არ არის საჭირო). თქვენი გემოვნებით მათ თავისუფლად შეიძლება მივანიჭოთ თითქმის ნებისმიერი ფუნქცია. თავად გადამრთველები (Shifter) ასევე დამზადებულია ლითონისგან, როგორც საჭე, 2 მმ ფოლადისგან – ეს არ არის ხუმრობა და არც პლასტიკური ღილაკები ! სიგრძეში ისინი ცენტრიდან დაახლოებით 10-10.5 სმ-ში მდებარეობენ. თითების მათზე მუდმივად დადება არის კომფორტული, თავისუფლად შეიძლება მათზე ხელების პირდაპირ მოკიდება. ერთიც და მეორეც საკმაოდ კომფორტულია (მაგრამ მაინც ამ ყველაფრის გასაკეთებლად საჭიროა საშუალო ხელები). როდესაც მათ ვაჭერთ ხელს, გვესმის მსუბუქი დაწკაპუნების (click) ხმა, დაახლოებით ისეთივე როგორიც აქვს კარგ მაუსებს.

მწარმოებლების განცხადებით, საჭე ბრუნავს 900º (გრადუსით) – ეს იგივეა, რაც 2.5 – ბრუნი. როგორც უკვე ნათქვამია, ეს მართლაც ასეა – მთლიანი ბრუნზე ოდნავ მეტი მობრუნება, როგორც ერთ და ასევე მეორე მხარეს. თავისთავად ეს უზრუნველყოფს კარგ მართვის კონტროლს, მობრუნებას და სიზუსტეს. რაც უფრო გვახსენებს რეალურ ფორმულის ავტომობილებს. ეს რათქნაუნდა ყველა ადამიანს არ მოეწონება – იმისათვის რომ სწრაფად გავიაროთ ძალიან რთული მოსახვევი, საჭირო გახდება არაერთხელ საჭით მანევრირება. თუმცა, არავინ ამბობს, რომ ეს არის საჭის ერთადერთი მოხვევის კუთხე – მისი დაყენება შესაძლებელია უფრო ნაკლებ გრადუსზე. მაგ: 40-900º-მდე (ფარგლებში). ამისათვს საჭიროა მხოლდ შეხვიდეთ საჭის დრაივერში და აირჩიოთ თქვენთვის კომფორტული ციფრი (გრადუსი). ასე რომ ამასთან დაკავშირებით პრობლემები ნამდვილად არ არსებობს.

Feedback – უკუკავშირი:

თუ თქვენ დაიწყებთ საჭის მობრუნებას, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩართული მაშინ ნახავთ, რომ მისი როტაცია იქნება საკმაოდ ადვილი. როდესაც უკვე ჩართავთ მოწყობილობას, მაშინ ავტომატურად დაიწყება მისი (калибровка) კალიბრაცია. საჭე ხმაურით დაიწყებს ბრუნავს ორივე მიმართულებით (ჯერ მარჯვნივ და შემდეგ მარცხნივ) სანამ არ გაჩერდება (ჩაკეტვამდე) და შემდეგ დაიკავებს ცენტრალურ პოზიციას. ამიტომ საჭის მოსაბრუნებლად საჭირო იქნება გარკვეული ძალისხმევის გამოყენება. საქმე იმაშია, რომ დენის წყაროსთან შეერთების შემდეგ ირთვება უკუკავშირი (feedback), რომელიც ახდენს ნამდვილი საჭის ქცევის სიმულირებას. თამაშის გარკვეულ სიტუაციაში ის ზოგჯერ დაიწყებს წინააღმდეგობის გაწევას, ხელიდან გასხლტომას და მისი მობრუნება იქნება უფრო რთული (მაგალითად: drift-ის ან მოცურების შემთხვევაში). დროდადრო საჭეში გაივლის ვიბრაციის ტალრა (როდესაც ვმართავთ ტრანსპორტს უსწორმასწორო გზის საფარზე) და ის სწრაფად ამოძრავდება (რაიმე შეჯახების შემთხვევაში ეფექტი ანალოგიურია). სტანდარტულად საჭე ყოველთვის მიიღებს ცენტრალურ პოზიციას – მოსახვევიდან გამოსვლის შემდეგ თვითონ დაბრუნდება უკან – ცენტრისკენ (ძალიან მოსახერხებელი რამ, რაც საკმაო დროს უზოგვას მძღოლს). უფრო დეტალურად უკუკავშირის შესახებ ჩვენ ახლა ვისაუბრებთ, მაგრამ აქვე გაგაფრთხილებთ – თუ ის თქვენთვის მიუჩვეველია და არ მოგწონთ მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ამ “ფუნქციის” შემცირება ან საერთოდ გათიშვა შესაძლებელია. საერთოდ არსებობს საჭის “გამოცოცხლების” სამი გაზა – ვიბრაცია, ღვედის უკუკავშირი და გადაცემათა უკუკავშირი. პირველი მეთოდი ვიბრაცია (ასევე ცნობილია ამ დასახელებითაც: Rumble Feedback, Vibration Feedback), გამოიყენება იაფიან საჭის მოდელებში. ფაქტიურად ის არის ნაკლებად ინფორმირებული (uninformative) – რაღაც საშუალო მარტივ ეფექტს ქმნის, მაგრამ რაიმეს შეგრძნება მისგან მცირეა. ასე რომ მოცემული ეფექტი მხოლოდ გასართობად თუ გამოგადგებათ. მაგ: როდესაც მიდიხართ ხრეშიან გზის საფარზე, ვიბრაციის ძრავი იწყებს საჭის ვიბრირებას (shake) – რათქმაუნდა ეს სახალისოა, მაგრამ მეტი არაფერი. მეორე მხრივ, არსებობს საჭეები სრულყოფილი უკუკავშირის მხარდაჭერით – Force Feedback. აქ თქვენ შეგხვდებათ საჭის წინააღმდეგობა მოსახვევში შესვლის დროს, აგრეთვე საჭის ვიბრაცია და სხვა საინტერესო ეფექტები. ტექნიკურ დონეზე ამის განხორციელება შესაძლებელია განსხვავებულად. აქედან დაყოფილია ორ ნაწილად: “ღვედი” და “გადაცემის” კავშირი. საჭე შეიძლება ამოქმედდეს ღვედის მეშვეობით, რომელიც დაკავშირებულია ძრავთან. შედეგად უკუკავშირი არის რბილი, კომფორტულად სამართავი და ინფორმირებული – რაც ძალიან კარგია. მინუსებიდან – არსებობს თამაშის ეფექტების გადაცემის დაგვიანება საჭეზე, სუსტი ძალა ყოველთვის არ გადადის. Шестеренчатый – გადემათა მექანიზმის უკუკავშირი ხორცილედება ოდნავ განსხვავებული გზით – მომუშავე ძრავის ღერძიდან მიღებული ეფექტი გადაეცემა საჭის ღერძს გადაცემათა (шестеренк-ების) მეშვეობით. ესეთი კავშირი უფრო ზუსტია და მუშაობს ჩამორჩენის გარეშე, მაგრამ უფრო მკვეთრად. აქედან გამომდინარე საჭე იძლევა მაქსიმალურად ახალ (განახლებულ) ინფორმაციას მანქანის ქცევის შესახებ. მასაც აქვს თავისი უარყოფითი მხარე – ესეთი მექანიზმი მუშაობს საკმაოდ დიდი ხმით და ზოგჯერ ზედმეტადაც კი ხმაურობს. ეს ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ პრინციპებზე “ზოგადად”. მგონი ამის შემდეგ ყველასთვის ნათელი იქნება თუ როგორი თეორიული პრინციპითაა ყველაფერი განხორცილებეული კონკრეტული მოდელში, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ პრაქტიკაზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული.

ძალიან ბევრია ისეთი საჭე, რომელიც იყენებს шестеренчатых გადაცემებს. ზოგიერთი მუშაობს რბილად, ზოგი უფრო ძლიერად, ზოგი ჩუმად, ხოლო სხვები კი უფრო ხმამაღლა. დავუბრუნდეთ G25-ს. ამ შემთხვევაში ასევე გამოიყენება шестеренчатый გადაცემათა ძალის უკუკავშირი (Force Feedback). სხვათა შორის, მის მოქმედებაში მოსაყვანად გამოიყენება უკუკავშირის ძალის მექანიზმი, ორმაგი ელექტროძრავის ძალისხმევით (ორი ძრავი მუშაობს პარალელურ რეჟიმში). ამ საჭის შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს ერთ-ერთ საუკეთესო უკუკავშირის შესრულებასთან – პირველ რიგში, ის არ არის ხმაურიანი. მეორე – საჭე არის ძალიან ინფორმირებული და ძლიერი (შესაძლებელია მისი ძალის რეგულერება, ამიტომ მისი მოსუსტება ყოველთვის შეგეძლებათ). მესამე – მიუხედავად ამ ყველაფერისა, საჭე ბრუნავს ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. უკუკავშირი (feedback) მუშაობს მგრძნობიარედ და საკმაოდ თანაბრად საჭის ნებისმიერ მხარეზე ბრუნვისას (ანუ არ არსებობს ისეთი პრობლემა, რომლის დროსაც დატრიალებულ საჭეზე აღარ იმუშაობს უკუკავშირი). თქვენ თავად მართავთ ავტომობილს და კარგად გრძნობთ მის მოძრაობას, თავიდანვე ინტუიციურად რეაგირებთ მოცურებებზე – რაც შესანიშნავი და სასიამოვნო გრძნობაა. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში ხელსაწყო მანქანის მგრძნობიარე მართვისთვის არსებობს და ძალიან კარგიც. მინუსებიდან – ის რათქმაუნდა არ არის ძალიან ხმაურიანი, მაგრამ მაინც აქვს გარკვეული ხმა. ღამე ერთ ოთახში მძინარე ადამიანებთან ყოველთვის ვერ ითამაშებთ ამ საჭით, რადგან სინდისი დაქტანჯავთ.

Pedals სატერფული (პედლები) :

კარგი უკუკავშირის და საკმაოდ ხარისხიანი საჭის გარდა, კომპლექტში შესულია კიდევ ერთი დიდი უპირატესობა – პედლების სახით. ის ფაქტი, რომ მათი რაოდენობა არის სამი, ჩვენ უკვე აღვნიშნეთ. მოდება, მუხრუჭი, აქსელერატორი – ყველაფერი ისე, როგორც რეალურ ცხოვრებაში.

მაგრამ ალბათ ესეც არ არის მთავარი ! საქმე იმაშია, რომ შეგრძნებებით ისინი ძალიან დამაჯერებელია. სათამაშო კომპლექტების ძირითადი პრობლემებია – ცუდი და ძალიან რბილი პადლები, რომლებიც ვარდება დაბლა ძალიან ადვილად (ყოველგვარი ძლიერი ზეწოლის გარეშე), რისთვისაც  მათზე უბრალო დაჭერაც კი საკმარისია. ამ შემთხვევაში, პედლები ზომიერად მაგარია, შეგრძნებებით კი თითქმის ისეთი როგორც რეალური. თქვენ წარმოიდგინეთ, პედლებზე ძალის დატანებაც კი სხვადასხვანაირად არის საჭირო (რადგან ისინი განსხვავდება ერთმანეთისაგან), როგორც ეს უნდა იყოს: ყველაზე მჭიდროა – მუხრუჭი, შემდეგ მოდის გადაბმულობა და ყველაზე რბილად ეჭირება აქსელერატორს (თავისთავად ყველაზე დიდი დროის განმავლობაში მასზე ხდება ფეხის დაჭერა). პედლები ანალოგიურია – ეს ნიშნავს, რომ ისინი არ მშაობენ “ჩართვა-გამორთვის” პრინციპის მიხედვით და მათ ესმით ყველა გარდამავალი მდგომარეობა ამ უკიდურეს პოზიციებს შორის. მექანიკა კარგია, რაც საშუალებას გვაძლევს დავაჭიროთ მათ ძალიან ნელა – შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენთვის შედარებით შესაფერისი გარკვეული რაოდენობის ზეწოლა. თუ არის შესაძლებლობა მივწიოთ ისინი მაგიდის ქვეშ მოშორებით, მაშინ ყველაზე მოსახერხებელი იქნება მთლიანად დაადგათ ფეხი პედლებს. თუ მაგიდის ქვეშ არის კედელი, უფრო კომფორტული იქნება პედლებზე ფეხის დაწოლა. თვითონ პედლები დამზადებულია ფოლადისგან, ესენია 6×9 სმ ლითონის პირები, რომელიც განთავსებულია შავ პლასტიკურ ბაზაზე (მაგიდის ქვეშ ის იკავებს ადგილს – 31х44 სმ) და ფლობს საშუალო ამპლიტუდის ზეწოლას (აქედან გამომდინარე, პედლებზე ბოლომდე ზეწოლა შესაძლებელი იქნება სწრაფად და ზუსტად მოხდება “დოზის” რეგულირება – რაც საკმაოდ კარგი კომპრესია). აგებულება როგორც ჩანს მძიმეა, მაგრამ ეს ალბათ არ არის საკმარისი არსებული სიმტკიცისთვის – ფეხის დაჭერის დროს არის შემთხვევები, როდესაც პედლების მთლიანი ბაზა მიცურავს იატაკზე. მართალია, რომ პედლების დაბლა არის სპეციალური ხვრელები, რომ დამოუკიდებლად დაამონტაჟოთ ხრახნები, მაგრამ ისმის კითხვა, რას უნდა მივამაგროთ ეს ხრახნები თუ ვცხოვრობთ ჩვეულებრივ ბინაში ? ამისათვის არსებობს უფრო რეალური საშუალება – თუ დავაწვებით ღილაკს, რომელიც მდებარეობს პედლების უკანა მხარეს, მაშინ გამოიწევა კბილებიანი სამაგრები.

ხალიჩებისთვის ეს სამაგრი არის იდეალური – კითხვაზე პასუხი უკვე გაცემულია, მაგრამ მოსწორებულ და სრიალა იატაკზე ესეთი რამის გამოყენება არ არის საკმარისი. აქედან გამომდინარე დასკვნა – მივწიოთ პედლების ბაზა კედელთან ახლოს უკანა მხრით ან გამოვიყენოთ შემდეგი საგნები, რადგან პედლებმა არ იცუროს (ყუთი, წიგნები). ბოლოს და ბოლოს გამოიყენეთ რაიმე სხვა ხერხი ან მიმართეთ თქვენ საკუთარ იმპროვიზაციას. პედლები ძალიან კარგია, ამიტომ ღირს მის მყარად დამაგრებაზე კარგად დაფიქრება.

გადაცემათა კოლოფი

ეს უკვე ნამდვილი საჩუქარია რეალიზმის მოყვარული ადამიანებისათვის. როგორც წესი, მწარმოებლები იშვიათად უშვებენ გადაცემათა კოლოფს კომპლექტში. კომპლექტში შედის კლასიკური H-სიჩქარეთა გადაცემა – რაც დიდი ფუფუნებაა ავტომოყვარულისთვის. კომპლექტში მისი გამოჩენით თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თავი წარმოიდგინოთ რეალური ავტომობილის საჭესთან: 6 სიჩქარე, უკან სვლა (მისი ჩართვისათვის საჭიროა ხელი ზემოდან დააჭიროთ სახელურს და გადაადგილოთ ის ბოლო პოზიციაში) – აქ ყველაფერი კლასიკურადაა.

მართალია ჯერ კიდევ ყველა თამაში მხარს ვერ უჭერს ამგვარ ფუნქციას. პრიველ რიგში ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დროის ამბავია. მეორე მხრივ კი მგონია, რომ სიჩქარეთა გადაცემათა კოლოფი შეიძლება გავხადოთ სეკვენტალური. ამისათვის საჭიროა ზემოდან დააჭიროთ სახელურს და ამავე დროს გადაადგილოთ რეგულატორი საათის ისრის საწინაარმდეგოდ, რომელიც მდებარეობს ოდნავ მაღლა. LED ინდიკატორი თქვენ გაცნობებთ რეჟიმის შეცვლის შესახებ ნათურის ანთებით. დღეს ამგვარ გადაცემას, უკვე მხარს უჭერს ბევრი კომპიუტერული თამაში, ასე რომ გისურვებთ სასიამოვნო გართობას. ნამდვილ მრბოლელებს ალბათ უფრო მეტად უნდა მოეწონოთ რიგითი გადაცემათა კოლოფი.

თვითონ გადაცემათა კოლოფი დიდად არ გამოიყურება. ის მაგრდება მაგიდაზე ისე როგორც საჭე, მაგრამ მისგან განსხვავებით გადაცემათა კოლოფს აქვს კიდევ ერთი წერტილი ფიქსაციისათვის – საშუალო სამაგრი დაბლითა მხარეს. ისე როგორც ყველა დანარჩენ კომპლექტის ნაკრებს, მისი დამაგრებაც შესაძლებელია ჭანჭიკებით – თუ რათქმაუნდა ამის სურვილი ვინმეს ექნება. ეს ძალიან მარტივი პროცესია შესასრულებლად – უბრალოდ მოუჭირეთ გადაცემათა კოლოფის ხრახნები მაგიდას და მოათავსეთ ის თქვენთვის სასურველ ადგიალს (საჭიდან – მარცხნივ ან მარჯვნივ). გამორჩეულმა გუმანმა, შეიძლება თვითონ მოიფიქროს სპეციალური სტენდი იმისთვის, რომ გადაცემათა კოლოფი დაამაგროთ ოდნავ დაბლა, საჭისგან მოშორებით – რათქმაუნდა უფრო ბუნებრივ ადგილას, სადაც ნამდვილი გადაცემათა კოლოფი მდებარეობს.

გადაცემათა კოლოფს აქვს ლითონის სიჩქარეში გადამრთველი ღერძი, სიგრძით დაახლოებით 7 სმ, ქვემოდან კი სახელურს ამოცმული აქვს ისეთივე ტყავი, როგორც საჭეს. ხოლო ზევიდან კი ის დაფარულია მრგვალი ნაცრისფერი ხუფით. თავიდან ჩანს, რომ ის არის პლასტიკური, მაგრამ მისი ფრთხილი შეხებით, აშკარაა გახდა, რომ ის მართლაც ისეთივე კარგია (როგორც კომპლექტის ყველა სხვა დეტალი). მართვის დროს უფრო მეტად აშკარა გახდა, რომ გადაცემათა ბერკეტი, მჭიდროდ და საიმედოდაა მიმაგრებული ტყავთან ერთად.

გადაცემათა კოლოფს აქვს 6 სიჩქარე – გადართვა ხდება საკმაოდ მკაფიოდ და მარტივად – ყველაფერი თითქმის “რეალურად” ხდება, რაც ამავდროულად სახალისო და გასართობია. სიჩქარის ბერკეტის ზემოთ მდებარეობს რეჟიმებში გადამრთველი (კლასიკური – სეკვენტალური), ხოლო კიდევ უფრო ზევით არის განყოფილიება, სადაც მოთავსებულია 4 წითელი ღილაკი. შემდეგ ანალოგი და კიდევ უფრო ზემოთ ერთი განყოფილება სადაც ისევ 4 ღილაკია განლაგებული – როგორც ჩანს, მწარმოებლებმა გადაწყვიტეს კომპენსაცია გაეკეთებინათ საჭის ღილაკებისთვის, გადაცემათა კოლოფის ღილაკების მეშვეობით.

მინუსები, რომლებმიც გამოჩნდა შემოწმების დროს – როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერ ყველა კომპიუტერული თამაში ვერ უჭერს მხარს H-ტიპის გადაცემათა კოლოფს. თუმცა მე ვფიქრობ, ეს პრობლემა თამაშებს და მათ მწარმეობლებს უფრო ეხება, ვიდრე საჭეს. თავის მხრივ, მწარმოებლები შეეცადნენ შეეცვალათ ეს სიტუაცია იმდენად, რამდენადაც ეს იყო შესაძლებელი – გააკეთეს საშუალება, რომ მომხმარებელს გადაერთო გადაცემათა კოლოფი ჩვეულებრივი რეჟიმიდან სეკვენტალურში. სხვა მხრივ ნათელია, რომ ეს მხოლოდ დროის ამბავია და მომავალში სერიოზული თამაშების შემქმნელები ორიენტირებულნი იქნებიან მხარი დაუჭირონ G25-ის საჭეს და მის 6 სიჩქარიან გადაცემათა კოლოფს.

დრაივერები:

პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციის გარეშე, აზრი არ აქვს რაიმის გაკეთებას. დრაივერების დისკი იდება განცალკევებით, მაგრამ დეველოპერებს ვებ-გვერდზე უდევთ უფრო ახალი და კარგი დრაივერები, რომელიც რათქმაუნდა ჯობია იმას, რომელიც უშუალოდ საჭეს მოყვება (შეხვალთ საიტზე, აირჩევთ შესაბამის პლათფორმას და გადმოწერთ იმ დრაივერს, რომელიც გჭირდებათ).

გადმოვწეროთ და დავაყენოთ დრაივერი, შემდეგ გავხსნათ სახელმძღვანელო და შევაერთოდ საჭე. დასაწყისისთვის ეს საკმარისი იქნება, რადგან სტანდარტული პარამეტრებით დაყენება გაძლევთ საშუალებას საინტერესოდ გაერთოთ თქვენი საჭით, მინიმუმ ერთი დღე. ამის შემდეგ, თქვენ კარგად უნდა “გაიაზროთ” რა არის საჭე და რა შესაძლებლობები გააჩნია. ამიტომ საჭიროა შეხვიდეთ ინსტრუმენტების პანელში, გახსნათ სათამაშო მოწყობილობის აპლიკაცია და კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდეთ, რისი გაკეთება გსურთ საჭის და პედლების დახმარებით (ან საერთოდ რა შედეგს გინდათ რომ მიაღწიოთ ?!).

უმეტეს შემთხვევაში, პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით შესაძლებელია:

  • შემოწმდეს ყველა ღილაკის და ღერის ფუნქციონალური მხარე და შესაძლებლობები;

  • დააყენეთ პედლები სხვადასხვა ლოგიკურ ღერძზე (მკაცრად რეკომენდრიებულია თოლიის მოიხსნა პუნქტზე: “კომბინირებული” – Combined). როდესაც პედლები არის სხვადასხვა ღერძზე, მაშინ აქსელერატორს და მუხრუჭს კომპიუტერი თავისთავად აღიქვამს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და არა როგორც ერთი და იგივე პარამეტრს (ორ ერთმანეთთან დაპირისპირებულ ღერძს). ვაყენებთ სხვადასხვა ღეძზე – ვღებულობთ ისეთ მართვას, რომელიც ძალიან ჰგავს რეალურს და ვგრძნოვთ უფრო მეტ სიამოვნებას;

  • დააყენეთ საჭის მოხვევის კუთხე (40-900º). ალბათ საყოველთაოდ ოპტიმალური კუთხე დასაწყისისთვის იქნება 200 გრადუსი, რომელიც ავტომატურად თავიდანვეა მითითებული. ამის შემდეგ თანდათან შეგიძლიათ მისი მომატება, რადგან უფრო ადვილიად შეეჩვიოთ დიდ მოხვევის კუთხეს. რათქმაუნდა დიდი კუთხის მეშვეობით შეიძლება მანქანის უფრო ზუსტად გაკონტროლება, მაგრამ მკვეთრ მოსახვევებში მაინც მოგიხდებათ საჭის არაერთხელ დაჭერა (შენარჩუნება – საჭის სწრაფად მობრუნება საპირისპირო მიმართულებით), რაც გარკვეულ დროს დაგაკარგვინებთ. ასე, რომ ეს არის თქვენი გემოვნების საკითხი და თავად უნდა გადავწყვიტოთ რა მნიშვნელობა დააყენოთ;
  • feedback-ის რეგულირება:  გათიშეთ ის მთლიანად, შეამცირეთ მისი და კიდევ რამოდენიმე ეფექტის ძალა: (Overall Effect Strength, Spring Effect Strength და Damper Effect Strength – საერთო ძალა, ხახუნის ძალა და სპეციალური ეფექტები). Feedback – 100%, რომელი მნიშვნელობაც დაყენებულია სტანდარტულად (Default), მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ესე საჭე ძალიან ძლიერია და ყველა ადმიანს არ მოეწონება. მისი უფრო ძლიერად დაყენებაც რათქმაუნდა შეიძლება მთლიანად 150-ზე, მაგრამ ესეთ შემთხვევაში მალევე მოგვინდება მისი დაკლება. რეკომენდირებულია შეამციროთ ეფექტები 70-50-მდე (ამ შუალედში) და შემდეგ უკვე თქვენი გემოვნებით ნელ-ნელა დაამატოთ ან მოაკლოთ;
  • დავარეგულიროთ საჭის ცენტრირების ძალა. აი ამის გაკეთება მართლაც გამოსადეგი რამაა და მისი შემცირება შეიძლება არც ღირს. მოსახვევიდან გამოსვლისას ის ასწორებს საჭეს ცენტრალურ პოზიციაში და რაც უფრო სწრაფად და ზუსტად ხდება ეს მოქმედება, მით უფრო ადვილია მძღოლისთვის ავტომობილის დამორჩილება;
  • მივანიჭოთ ღილაკებს სხვადასხვა ფუნქციები. აქ უკვე ყველაფერი მფლობელის გემოვნებაზეა დამოკიდებული. ზოგადად სასარგებლო ფუნქციების მინიჭება უშალოდ საჭის ღილაკებზე ხდება, მაგრამ აქ მათი რაოდენობა მცირეა – საჭის უკან მდებარე შიფტერები, რომლებიც ძალიან მოსახერხებელია სიჩქარის შეცცვლისას, ჯობია დავტოვოთ ისევ ამ ფუნქციით. საჭის ქიმებზე კი უშალოდ არის 2 ღილაკი განთავსებული. ალბათ, ვიღაცისთვის მოსახერხებელი იქნება ამ ღილაკებზე – აქსელერატორის, მუხრუჭის ან მოდების ფუნქციის მინიჭება. უმეტეს შემთხვევაში ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა სახის თამაშში იქნება გამოყენებული საჭე. რათქმაუნდა არ დავივიწყოთ გადაცემის კოლოფზე განთავსებული ღილაკებიც.

რაც შეეხბა საჭის დრაივერებს – აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ თამაშს აქვს საკუთარი მართვის პარამეტრები. ზოგიერთი თამაში ამ პარამეტრებში ცვლილების შეტანას არ საჭიროებს – ყველაფერი იმუშავებს საჭის შეერთებისთანავე, მაგრამ ზოგიერთში საჭირო გახდება პარამეტრების საფუძვლიანად შეცვლა და არაერთი ექსპერიმენტის ჩატარება. ეს ყველაფერი კი საჭიროა იმისთვის, რომ იპოვოთ სად ჩართოთ feedback და სად იპოვოთ საჭის როტაციის ფუნქცია. ეს თემა რათქმაუნდა ცალკე განხილვას მოითხოვს, ამიტომ ჩვენ მას არ შევეხებით. უბრალოდ მოგცემთ პატარა მინიშნებას და გეტყვით, რომ არსებობს საკმაოდ ბევრი ფორუმი, რომელიც შექმნილია მხოლოდ კონკრეტულ თამაშზე და იქ დასმულია შეკითხვები როგორც უშუალოდ თამაშზე, ასევე G25-ზეც. რათქმაუნდა საჭისთვის ოპტიმალური პარამეტრების დაყენება ამა თუ იმ თამაშისთვის განიხილება არა ზოგადად პოსტებში არამედ მთლიან თემაში, რომელიც კონკრეტულად კომპიუტერული საჭეების ოპტიმალურ პარამეტრებს ეხება.

თამაში:

დავა იმის შესახებ თუ რომელი თამაშებისთვის იქმნება საჭეები, არასდროს თავდება. ყველაზე გავრცელებული აზრია, რომ ისინი განკუთვნილია ექსკლუზიურად ისეთი სიმულატორებისთვის, როგორიცაა: GTR 2, GT Legends, Live for Speed, მაგრამ არა არკადული თამაშებისთვის: NFS-ის სერიები. არკადული თამაშები, უფრო ადვილად სამართავია კლავიატურის გამოყენებით, ვიდრე ჯოისტიკით და საჭით. მიუხედავად ამისა, ჩემპიონატებში შეიძლება ნახოთ, რომ NFS-ის სერიებისთვის ზოგჯერ საჭეებსაც იყენებენ. სად არის სიმართლე ? ჩვენ შევეცადეთ ამ საჭით გვეთამაშა LFS და NFS Carbon. ჭეშმარიტი სიმართლის მტკიცებას არ დავიწყებთ, მაგრამ ჩვენი გემოვნებით უკანასკნელი NFS ამ საჭესთან ერთად არ არის მოკლებულ ინტერესს. საჭით მკვეთრი მოსახვევების მაქსიმალური სიჩქარით გავლა რთულია, რადგან თამაშში სიჩქარის მცირედი დანაკარგი იქმნება. მაგრამ NFS Carbon და NFS Most Wanted უფრო შეეფერება ამ საჭეს, ვიდერე მათი წინამორბედები. ყოველ შემთხვევაში საჭით მართვა ბევრად უფრო საინტერესო და სახალისოა, ვიდერე კლავიატურის ღილაკებით. სხვათაშორის, Carbon-ის სერია ბოლომდე მხარს უჭერს G25-ს და ყველა მის შესაძლებლობას. მათ შორის გადაცემათა კოლოფს – H-Shifter-ს, რაც ძალიან სასიამოვნო სიახლეა.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ გამაოგნებელი ნამდვილად არ არის. ისეთ თამაშებში, როგორიც NFS-ია მაქსიმალური რეალიზმის შეგრძნება ვერ ხერხდება. ესეთ თამაშებში არც მანქანის ძრავი ქრება და არც მოდებაა რეალურთან რაიმე კავშირში. მოსახვევებში უაზროდ სწრაფი შესვლა კი ჩვენ უბრალოდ გვართობს და არ გვანიჭებს არანაირ სიამოვნებას. მაგალითად ავიღოთ: Rally, გზის რბოლები და სხვა სერიოზული სიმულატორები საშუალებას გვაძლევენ მაქსიმალურად რეალობასთან მიაახლოვონ ჩვენი შეგრძნებები (ზუსტად ესეთი სიმულატორია: richard burns rally). რაში გვჭირდება მოდება ? გავეთამაშოთ აქსელერატორის და მუხრუჭის სატერფულს და გავიგოთ თუ როგორია სინამდვილეში სიჩქარეთა გადაცემის კოლოფი. რატომ არის ადვილი კარგი საჭის გამოყენებით მოსახვევის გავლა და რითი განსხვავდება დიდი მოხვევის კუთხე – პატარისგან ? G25-ის მართვის შმდეგ ის ადამიანებიც კი რომლებმაც საერთოდ არ იციან რეალური ავტომობილის მართვა უკვე მიიღებენ კარგ საწყის ცოდნას და გაიაზრებენ იმის შესახებ თუ რა როგორ მუშაობს. კარიგია იყო ისეთი მრბოლელი რომელიც ზუსტად გრძნობს მანქანას და გზას – კარგი დახმარება, საჭე და პედლები გვთავაზობს კარგ კონტროლს. იმ სიამოვნების გადმოცემა რომელსაც თქვენ ღებულობთ საჭით მართვის დროს, საკმაოდ რთული სათქმელია – ამ შეგრძნებებს ღილაკებს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეადარებთ. თუ თამაში ნამდვილად კარგია, მაშინ თქვენ რათქმაუნდა იგრძნობთ მანქანის მართვისას ეფექტს, რომელიც ამორტიზატორების ცვლილებამ და მოდიფიკაციის გაკეთებამ განაპირობა. განა ეს ყველაფერი არ არის გასაოცარი ? ჩვეულებრივ, ასეთ საჭეს ყიდულობენ სიმულატორის მოყვარული ადამიანები Sim racing-ისთვის და თუ ვინმე მანამდე თამაშობდა ამ საჭით NFS-ს, მაშინ მან აუცილებლათ უნდა სცადოს სიმულატორების თამაშიც G25-ით. დიდი ალბათობით ის ამის შემდეგ გახდება სიმულატორების “ფანატი” თუ მანამდე მსგავსი თამაშების მიმართ არ იყო განსაკუთრებული ინტერესი მაშინ შემიძლია გირჩიოთ რომელი სიმულატორები ითამაშოთ: GTR2, GTL (GT Legends), LFS (Live For Speed), TDU (Test Drive Unlimited) RBR (Richard Burns Rally), iracing 2.0, Net-Kar Pro, Toca Race Driver 3, Colin McRae Rally 04 და rFactor. თვითონ ხელსაწყოს მწარმოებელი გვპირდება ,რომ საიტზე განთავსდება აპლიკაცია რომელიც მხარს დაუჭერს H-ფორმის გადაცემათა კოკოფს და 900 გრადუსიანი საჭის ბრუნვას, რომელიც განკუთვნილი იქნება PC პლატფორმისთვის და ამ თამაშებისთვის: rFactor, GTR2, Test Drive Unlimited, Need for Speed: Carbon, RACE: The WTCC Game, RACE: Caterham Expansion და RACE 07: The WTCC Game. ამის გარდა კონსოლების არჩევანიც არ არის პატარა. მართალია არსებობენ თამაშები, რომლებიც მხარს ვერ უჭერენ G25-ს, მაგრამ მიუხედავად ამისა საჭემ მაინც უნდა იმუშაოს. უბრალოდ ის ასეთ შემთხვევაში მთლიანად ვერ გამოავლენს ყველა თავის შესაძლებლობას (ზოგან უკუკავშირი არ იმუშავებს და ზოგანკი კი ესეთი გადაცემათა კოლოფი). თუ საჭის რომელიმე ფუნქცია არ მუშაობს სერიოზულ სიმულატორში, მაშინ საჭიროა მოძებნოთ თამაშის პატჩი – დიდი ალბათობით ამით სისიტემის გამოსწორებას და ამუშავებას შევძლებთ. მაინც მინდა ავღნიშნო, რომ დღეს უკვე ბევრი თამაში მხარს უჭერს ამ საჭეს და მის გადაცემათა კოლოფს, წინა წლებისგან განსხვავებით.

საერთო ჯამში ამ კომპლექტის გამოყენების შემდეგ ემოციების და შეგრძნებების გადმოცემა ძალიან რთულია. თუმცა მზად იყავით, რომ საჭესთან პირველად დაჯდომის დროს, მაღალი შედეგების მიღწევა საკმაოდ რთულა, რადგან ეს თქვენთვის არის სრულიად ახალი ხელსაწყო. სწორედ ამიტომ საჭირო იქნება მასთან შეგუება., ამიტომ უნდა შეისწავლოთ მისი თითოეული ნიუანსი და შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი საჭის და მანქანის პარამეტრები. მოხვევის გრადუსი უნდა გაზარდოთ თანდათან და არა პირველივე დღესვე დაიწყოთ 900 გრადუსით მართვა. სამაგიეროდ აითვისებთ და მიეჩვევით საჭეს ისე როგორც მანამდე ღილაკებს და მუსს. ამის შემდეგ კლავიატურით ან მაუსით მართვა კი არ მოგინდებათ, არამედ აზრადაც აღარ მოგივათ მათი არსებობა. გარკვეულწილად საჭის მეშვეობით მართვა უფრო ძნელია ვიდერე ღილაკებით თუმცა რაღაც ასპექტში პირიქით – ბევრად უფრო მარტივი (პროფესიონალიზმი საჭიროა აქაც და იქაც).

დასკვნები:

ეს არის ერთ-ერთი კარგი საჭის კომპლექტი. ალბათ ყველაზე საუკეთესოც კი საკუთარ ფასთან მიმართებაში. კარგი, საიმედო და საკმაოდ მაღალი ხარისხის საჭე, მაქსიმალურად რეალისტური უკუკავშირით; იდეალური პედლები: აქსელერატორი, მუხრუჭი და გადაბმულობა, რომლებსაც გააჩნიათ კარგი სვლა; არც ისე ცუდი სიჩქარეთა გადაცემის კოლოფი ორი გადართვის რეჟიმით – H-ტიპის და თანმიმდევრული. სინამდვილეში ეს ყველაფერი ერთად არცერთ კომპლექტში არ არის, გარდა G25-ისა რომელიც უკვე დიდი ხანია ხელმისაწვდომი პროდუქტია ბაზარზე. მისი ღირებულება შეადგენს 300$. ჩვენ აქ გვაქვს სრული და რაც მთავარია ხარისხიანი საჭის კომპლექტი. მართალია 300$ ამ საჭესთვის უკვე ძვირია, მაგრამ დამიჯერეთ მისი ყიდვა ნამდვილად ღირს. ასე რომ თუ თამაშობ კომპიუტერულ თამაშებს თვეში ორჯერ მაინც და თუ გაქვს სერიოზული ჰობი და ინტერესი ავტო სიმულატორების მიმართ, მაშინ ეს საჭე სწორედ შენთვისაა განკუთვნილი 🙂

თამაშები G25-ის მეშვეობით იძენენ ახალ სახეს და მისი მეშვეობით თამაში ხდება უფრო საინტერესო. ისინი უფრო მეტად ემსგავსებიან რეალობას განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს ავტო სიმულატორებთან. ფაქტიურად ამ კომპლექტის მეშვეობით თავისუფლად შეგიძლიათ დაიწყოთ ავტომებილის მართვის შესწავლა და დაეუფლოთ მართვის საბაზისო ცოდნას.

მაინც რა შეგვიძლია დავუწუნოთ G25-ს ? ნუ ძირითადად შეიძლება წარმოიშვას ორი პრეტენზია.

1) ბევრ საჭის მფლობელს (ძირითადად ესენი არიან ფორმულა 1 ფანატები) მოსწონთ ბევრი ღილაკის რაოდენობა უშუალოდ საჭეზე. თუმცა ამასთანავე ბევრ ადამიანს ეს აზრი არ მოსწონთ და მიაჩნიათ, რომ საჭის დიზაინი უნდა იყოს სადა და არა ღილაკებით გადატვირთული.

2) ჯერ კიდევ ყველა თამაში არ უჭერს მხარს საჭის ყველა ფუნქციას. მანქანის მართვის შემდეგ მიღებული შთაბეჭდილებები ლაგდება ორ კომპონენტად – თუ რამდენად კარგად იმუშავეს თამაშების გამომცემლებმა მართვის შესაძლებლობებზე და მის ეფექტებზე და რემდენად კარგად შეასრულეს თავიანთი საქმე საჭის შემქმნელებმა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საჭის გამომცემლებმა თავის მხრივ შექმნეს საუკეთესო პირობები კომფორტული და რეალისტური მართვისთვის. თამაშის შემქმნელები კი ნათლად მიზანმიმართულნი არიან G25-ის მხარდაჭერაზე: ბევრი ახალი სიმულატორი გამოდის მოდების და H-ტიპის სიჩქარეთა გადაცემათა კოლოფის მხარდაჭერით. ამიტომ მომავალი ესეთი საჭეების ხელში იქნება.

დღემდე G25 არის აღიარებული ლიდერი და კონკურენტები უახლოეს მომავალში არ ეყოლება. მოყვარულები ნამდვილად კმაყოფილები უნდა იყვნენ მთლიანობაში ამ საჭით, განსაკუთრებით კი პედლებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის რეკომენდირებულია მხოლოდ პროფესიონალებისათვის. პირიქით თუ ეს პირველი სათამაშო საჭეა თქვენს ცხოვრებაში, მაშინ თქვენ ჯერ კიდევ არ იცით თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი საჭე და არ გინდათ რომ გაიფუჭოთ სიამოვნება, მაშინ G25 იქნება საუკეთესო არჩევანი. ეს ყველაფერი თანმიმდევრობით: ფასი, მართვისგან მონიჭებული სიამოვნება, კომპლექტის ხარისხი უბრალოდ უნიკალურია და თუ 200 $ თქვენთვის კრიტიკული არ არის, მაშინ საკუთარი არჩევანი აუცილებალად უნდა შეჩერდეს ამ საჭეზე.

სტატია თარგმნილია (რუსულიდან – ქართულად) sti228-ის მიერ.

დადებითი მხარეები:

  • ბევრი დეტალი შეიცავს ფოლადის ნაწილებს (სიმტკიცე, საიმედოობა), საჭე დაფარულია ტყავით (კომფორტი). საჭეს არ აქვს თავისუფალი სვლა და კარგად ფიქსირდება მაგიდაზე;
  • საშუალო დიამეტრის საჭე, კარგი როტაცია, ნაკლებად ხმაურიანი, დიდი გაბარიტებით, რომლის მოხვევის კუთხეც რეგულირდება 900º-მდე;
  • კარგი და ინფორმირებული უკუკავშირი (Feedback);
  • საჭის კომპლექტში შედის სამი შეუდარებელი პედალი და ყველა კარგი დამძიმებით (რაც ყველას განსხვავებული აქვს) და მოსახერხებელი ამპლიტუდა;
  • კომპლექტში აგრეთვე შედის გადაცემათა კოლოფი, რომელსაც გააჩნია მუშაობის ორი რეჟიმი – სეკვესტრული და 6 სიჩქარიანი, უკანა სვლასთან ერთად;
  • თავსდება როგორც პერსონალურ კომპიუტერთან (PC), ასევე PS2/PS3-თან (დაკავშირება ხდება USB-ის მეშვეობით);
  • აღსანიშნავია მთლიანი კომპლექტის შესანიშნავი რეალიზმი. ჩვენ, მხოლოდ ხელის მუხრუჭი და მძღოლის სავარძელი გვაკლდება.

უარყოფითი მხარეები:

  • პროდუქტს არ აქვს ყველასათვის ხელიმსაწვდომი ფასი;
  • ჯერ ყველა თამაშს არ გააჩნია ესეთი გადაცემათა კოლოფის და საჭის დიდი როტაციის მხარდაჭერა;
  • შესაძლებელია Formula 1-ის მოყვარულებს მოუნდეთ მეტი ღილაკის არსებობა საჭეზე და არა გადაცემათა კოლოფზე;
  • ნაკლებად ხმაურიანი საჭე ვიდრე ჩვეულებრივი “шестеренки” მოდელები, მაგრამ არა უხმო.

ამ საჭის ყიდვა საქართველოს ბაზარზე ადვილი საქმე ნამდვილად არ არის,რადგან ეს მოდელი Logitech G25 Racing Wheel – უფრო ახალმა (ამავე ფირმის) Logitech G27 Racing Wheel-მა შეცვალა.ამ რულის გამოსვლას ბევრი ელოდა და როგორც იქნა ეს მოხდა,თუმცა თბილისში G27 – ყიდვა ადვილი საქმე არ გეგონოთ.მართლაც ესეთი საჭეები ითვლება ერთ-ერთ ფავორიტად (SimRacer’s) ავტოსიმულატორის მოყვარულებისთვის.საჭე მაქსიმალურად მიახლოებულია რეალობასთან,როგორც აქ ჩამოთვლილი ავტო სიმულატორები (Live For Speed,rFactor,GTR2,GT legends).საჭეები პოპულარულნი არიან სიმულატორებში იმიტომ,რომ ტარება მათი საშუალებით მართლაც სასიამოვნო შეგრძნებას გვიქმნის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s